вторник, 13 апреля 2010 г.

გაუგებრობა თუ... / Misunderstanding or…

ავტორისთვის სასიამოვნოა, როცა მისი ლექსი მოსწონთ, მაგრამ, როცა მის საავტორო უფლებებს არღვევენ და...

თუ ავტორის, ესა თუ ის სტროფი, როგორც ციტატა ისე მოგყავთ, ბრჭყალებში უნდა ჩასვათ, ამას ითხოვს ”მართლწერის წესები”.
მაგრამ, როცა გარკვეული ავტორის ვებ-გვერდებიდან, მთელი ტექსტების გადატანითაა ”სალაღობო” საიტების მონაწილეები დაკავებულნი და ავტორის ლექსს, სამი ფსევდოავტორი ”მიისაკუთრებს”, უბრალოდ უხერხულია. ამგვარი ხარვეზების აღმოფხვრა, თავად საიტების მესვეურთა ინტრესებში უნდა შედიოდეს.
ჩავთვალოთ გაუგებრობაა, მაგრამ ”საიტის წესებში”, არაა მითითებული ”საავტორო უფლებების” შესახებ: საავტორო უფლება - ვიკიპედია /საავტორო უფლება –- ცნება სამოქალაქო სამართალში, რომელიც ასახავს იმ უფლებათა ...
ამგვარი ”გაუგებრობა”, ალბათ სხვა ავტორთა მიმართაცაა, მაგრამ მე ჩემს ლექსებს მივადევნე თვალი...
Face.ge :: ბლოგები ...
ქვრივი სარკეში ჩაიხედავს, აიღებს ფანქარს, ნეტა მოხატვა რაღად უნდა თავდახრილ ვარდსა, ...
www.face.ge/blog/44528 - Сохраненная копия

სამშაბათი, 19. იანვარი 2010 დრო 13:17.
შეცვლილია ოთხშაბათი, 03. თებერვალი 2010 დრო 12:42.
***

Face.ge :: ბლოგები: გალობა შეფრინდა ...11 მაისი 2009 ... გალობა შეფრინდა შორეულ სიზმარში... გალობა შეფრინდა შორეულ სიზმარში ...

დაჰბერა კუდბაწარამ, შეინძრა გალია,
უსტვენს და წრიალებს პაწია ჩიტი,
მის გულთან უეცრად აპრილი აალდა,
ჩიტს სიყვარულის თან დააქვს ნიჭი.

გალობა შეფრინდა შორეულ სიზმარში
გოგონას დაუმშვენა ფერადი ფიქრი,
გაენდო, დაუამა, ჩაბერა ზრახვაში _
მოდრიკა ქალური კდემა და შიში…

და გაყვა ამგვარად ნაქარგი ოცნებით,
ის გოგო მირაჟულ ცხოვრების შარას,
სიანცით შეიგრძნო მომხიბვლელ უცნობის
მხურვალე კოცნა და მხურვალე ნატვრა…


Face.ge :: ბლოგები ... დამწერი aneliussi

ნეტა
მოხატვა რაღად უნდა
თავდახრილ ვარდსა...

შენ ოღონდ მოკვდი,
ყველაფერი იქნება კარგად...
ცოლი ილოცებს,
წაგიკითხავს ფსალმუნებს ნაზად,
ცოტას იტირებს, ივიშვიშებს,
ჩაიცვამს თალხსაც,
და ნანატრ შვილებს შესჩურჩულებს:
-აღარ გყავთ მამა!..
შენ ოღონდ მოკვდი,
ყველაფერი იქნება კარგად...
ია-ენძელა ამოვა და
წარხოცავს ზამთარს,
ჩიტი ჩიორა, მგალობელი
სიყვარულს დაწნავს,
ნიავი ფოთლებს მიუმღერებს
ღამეულ ზღაპარს...
ქვრივი სარკეში ჩაიხედავს,
აიღებს ფანქარს,
ნეტა მოხატვა რაღად უნდა
თავდახრილ ვარდსა,
შეამჩნევს მზერას _
წლების წინათ დაგეშილ ზრახვას,
თვალთა სიღრმეში ამოსარკულ
შენეულ ფანდსა,
გაეღიმება და მოჰყვება
ცრემლების დაღვრას...
შეგეცოდება და იფიქრებ
მასთან სჯობს დაცდა _
შენვე მიხედო შენს დათესილ
სურვილთა ყანას...
შენვე მოიმკა მოსამკელი,
კვლავ გშვენის გარჯა,
ცოლი ლამაზიც შენთვის იყოს
ია და ვარდად...

***

Face.ge :: ბლოგები: ტკივილში თავად ...

როცა სხეულში ტკივილი წვალობს, სიკვდილს შესცინის და გეომება _ ეს შენი გზაა, შენ უნდა ...

ტკივილში თავად სიცოცხლე სახლობს...

ოთხშაბათი, 20. იანვარი 2010 დრო 18:58.
შეცვლილია პარასკევი, 22. იანვარი 2010 დრო 10:10.

როცა სხეულში ტკივილი წვალობს,
სიკვდილს შესცინის და გეომება _
ეს შენი გზაა, შენ უნდა განვლო,
შემორჩენია სულს ნაოჭებად...
როცა ტკივილი სხეულში წვალობს
უნდა დაუძვრე ფლიდ გაორებას,
სასოწარკვეთა ფიქრთან წაწლაობს,
ბუდეს მოუშლი და აოტდება...
როცა სხეულში ტკივილი წვალობს
და ართობს შენი ამაოება _
იქვე, სიცოცხლე ვაზივით ხარობს,
მიწად ჩამარხულს მზე ენატრება...
როცა ტკივილი სხეულში წვალობს,
და ცად გაღწევის ჟინი ღვივდება _
ტკივილში თავად სიცოცხლე სახლობს,
ტკივილში უფლის ვნება ვლინდება...
***
Результаты 1 - 5 из 5 для და თუ შენ იხრწნები შენივე სულის სასაფლაოზე. (0,71 сек.)

Результаты поиска

Face.ge :: ბლოგები: შენივე სულის ...

21 იანვ. 2010 ... შენივე სულის სასაფლაოზე ... და თუ ტკივილმა განურჩევლობით მოიშთო თავი… ... და შენ იხრწნები, შენივე სულის სასაფლაოზე… ტეგები: ...

შენივე სულის სასაფლაოზე

ხუთშაბათი, 21. იანვარი 2010 დრო 11:35.
შეცვლილია სამშაბათი, 26. იანვარი 2010 დრო 16:38.

და თუ ტკივილმა
განურჩევლობით
მოიშთო თავი…
ტკივილი, როცა გაუცხოვდება,
და ტკივილს როცა
ვერ იცნობ შენსას,
შენ არ მომკვდარხარ
და ცოცხლობ მაინც…
ერთსა გთხოვ, მიხვდი,
ბედნიერება
გექცა მრუშობად
და შენ იხრწნები,
შენივე სულის სასაფლაოზე…

***

Face.ge :: ბლოგები: მაშინ ტკივილიც ...

მაშინ ტკივილიც მოირგებს ღიმილს…

ოთხშაბათი, 20. იანვარი 2010 დრო 19:48.

უიმედობით შეპყრობილთ ვურჩევ,
სასოწარკვეთა გამოქნან მღერით
და ანუგეშონ უღონო სევდა,
გალობით შექმნან სიცოცხლის ველი…
ფერებით მიჰყვნენ სამყაროს სუნთქვას
დაბადებაში შეღწევის ჟინით,
სიკვდილიც ხარობს, იდუმალ ფშვინვას,
მოაქვს სურნელი სიზმრად გაჩენის…
თუ მძიმე სევდის ურჩი ტკივილი,
სამყაროს მკერდში თაფლივით წვეთავს,
მაშინ ტკივილიც მოირგებს ღიმილს,
ისუნთქეთ წრფელად, გული ხომ ფეთქავს…

***
***

მეგობრების ბლოგები - Face.ge

შენ რომ დაგღალა და არ დაგინდო… ჩვეულებრივი დღის გემო სულში გაუგემურდა, დაკარგა სიტკბო ...

Normal 0 false false false RU X-NONE X-NONE MicrosoftInternetExplorer4
შენ რომ დაგღალა და არ დაგინდო…
ჩვეულებრივი დღის გემო სულში
გაუგემურდა, დაკარგა სიტკბო,
ვიღაცას ახლა ჩაადნა სულში
ქალის ალერსი შენთან რომ იკლო…
ვიღაცას ახლა ერგო სამკვიდრო _
შენ რომ დაგღალა და არ დაგინდო,
ვიღაცა ახლა მისტირის იმ დროს
და ცდილობს სხვისი დარდი აგკიდოს…
ვიღაცა ახლა მომავალს უბღვერს,
სხვის აზრს შეაჭრა მალვით აკიდო,
მაგრამ სამყაროს მრუდობით უძღებს
ძალუძს მართალი მართლად ადიდოს

***

მომხმარებლის ყველა სიახლე aneliussi » აქ ...პატივი მიაგე ნაბოძებ სიქველეს შინაგან წესრიგს... ავტორი: aneliussi · გაუზიარე /ჩვენთან შეგიძლია სიყვარული იპოვო /

პატივი მიაგე ნაბოძებ სიქველეს
შინაგან წესრიგს...

პატივი მიაგე ნაბოძებ სიქველეს _
შინაგან წესრიგს,
და არვის, თვით შვილსაც
არ მისცე უფლება _
აგდებით მოეპყრას
შენს საყრდენ ღირსებას _
შინაგან წესრიგს...

ზოგმა მოასწრო განცდების წაღებაც,
ხომ ხედავ გაზიდეს ცხოვრება ლიქნით,
ტრიალებს გარშემო ცუღლუტი მოენე,
და ხეპრე მომდგარა ხეპრული ნირით...

შენ ძალგიძს დაუდგე
ცბიერთ შემოტევას,
ნაცადი, კაცური, ქმედითი წესით...
გახსოვდეს
და გწამდეს ცაში აქვს ფესვები,
ამგვარად გამოწვრთნილ შინაგან წესრიგს...

***
მინდა ვისარგებლო ამ ”:გამოწვევით” და ავღნიშნო, რომ ვებ-გვერდი, საიდანაც ეს ლექსებია გადატანილი, ჩემთვის გაურკვეველი მიზეზების გამო დაბლოკილია და მე ვერ შევძელი ტექსტების ”აწყობის” დროს დაშვებული შეცდომების ჩასწორება, ვთქვათ -”ტკივილში უფლის ვნება ვლინდება...”, სწორი იქნება: ”ტკივილში უფლის ნება ვლინდება...”

დევიზი : ”აქ ჩვენთან სიყვარულია”, მართლაც ლამაზია!

ავტორებსაც ნუ მოიძულებთ...


P.S. აღნიშვნის ღირსია, რომ ერთგან ლექსი

მაშინ ტკივილიც მოირგებს ღიმილს Face.ge :: TIN-TIN ბლოგი - ტეგი "ჯანრი ...

ავტორის გვარითა და სახელითაა მითითებული, რის გამოც მადლობა მინდა გადავუხადო ”გაცნობის” ყურადღებიან მონაწილეს.

კეთილი სურვილებით ჯანრი გოგეშვილი

***
***
***

ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე... / Literary-cognitive space...


/\
\/

საძიებელი
The index

გადაფურცლეთ წიგნები და ჟურნალები... ჯანრი გოგეშვილი, _ Look through books and magazines... Janri gogeshvili

***
/\
========
შინაარსი - Content:
მიჰყე:
/
სიტყვა-ქარიზმა… / Word –Charisma…
ჟამთა სვლის ფრაგმენტები... Time fragments...
დეკლამაციური ინტერპრეტაციები… / Declamatory inter...
***
Poetry - Janri Gogeshvili / Georgia (country)
***
საქართველოს 9 აპრილი _ 1989-2009 / 9 April of Ge...

”იჩქარე ნელა” დასავლეთისკენ
აღმოსავლური გზების შემოვლით...
/\

ლიტერატურულ-შემეცნებითი სივრცე… / Literary-cognitive space… (WordPress.com)

/\
=======

საძიებელი ”დატყვევებულ” ვებ-საიტისა; (gogejanr.blogspot.com)ზე), რომლის ”აკაუნტიც” ჩემთვის გაურკვეველ ვითარებათა გამო ”ბლოკირებულია”...
/
გზამკვლევი... _ ინფორმაცია, ესსე, პუბლიცისტიკა, პროზა, იუმორი, სატირა, ზღაპრები, ფსიქოლოგიური შტრიხები, მოგონებების კალეიდოსკოპი, პოეზია...
========
=======
Poet: Gioom (Gi) Galen - All poems of Gioom Galen Poems by / from poet Gioom Galen best love poem famous poets GIOOM ...
========
=======
***
პოეზია რუსულ ენაზე


=======